პროექტის გეგმა


სასწავლო პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება: იაკობი ერის ბურჯი
პროექტის მთავარი იდეა:გაეცნონ იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიას და საბავშვო მოთხრობებს.
პროექტის აქტუალობა:სასწავლო პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაეცნობიან იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებას.
პროექტის მიზანი: გაეცნონ იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიასა და მის შემოქმედებას.მოსწავლემ შეძლოს ინფორმაციის მოძიება, კლასიფიკაცია, ანალიზი. თანატოლებთან კომუნიკაცია და შეგროვებული ინფორმაციის გაზიარება. შეძლოს ილუსტრაციების, თვალსაჩინოების შექმნა, მუსიკალური ნაწარმოების მოძიება/ შესრულება ( შესაძლებლობის ფარგლებში )
მშობელთა ჩართულობა- მათი უშუალო მონაწილეობა სწავლების პროცესში.
მონაწილეთა ასაკი:II კლასი
ვადები ხანგრძლივობა:3 კვირა
მოსალოდნელი შედეგები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები გააკეთებენ კედლის გაზეთს,შეასრულებენ ნამუშევრებს გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით.
პროექტისათვის საჭირო რესურსები:წიგნი,თაბახის ფურცლები,ფერადი ფანქრები,სიმღერა,კომპიუტერი,პროექტორი,ფორმატი.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
1-ლი კვირა
გავაცნობ   პროექტის თემას. კომპიუტერის დახმარებით ვაჩვენებ მოსწავლეებს იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს,მისი ბიოგრაფიის ამსახველ ფოტომასალას,დედაენის ძეგლის სურათს,პანთეონს.
ვსვამ მაპროვოცირებელ კითხვებს:
ზოგადი- რით განსხვავდებიან ადამიანები ერთმანეთისაგან ?
თემატური:ყველა ადამიანს შეუძლია გახდეს მწერალი ? რომელ ქართველ მწერლებს ვიცნობთ ? რას ნიშნავს ჟანრობრივად განსხვავებული მწერლები ?საბავშვო მწერლებიდან პირველი რომელი გაგახსენდათ და რატომ ?
 შინაარსობრივი: ვინ იყო იაკობ გოგებაშვილი ?
რატომ არის ის მნიშვნელოვანი ქართველი ხალხისათვის ? სად დაიბადა ? რომელ ნაწარმოებს გავიხსენებდით განვლილი მასალიდან ?
 დავყოფ კლასს ჰეტეროგენულ ჯგუფებად.
მოსწავლეები ავსებენ ვ.მ.ვ ორგანაიზერს. მინდა ვიცოდე რის მიხედვით მივცე პირველი დავალება - მოიძიონ ინფორმაცია იაკობ გოგებაშვილის შესახებ.  მოიძიონ ფოტო მასალა დამუშავებული ინფორმაციის შესაბამისად.
II კვირა
შევაჯერებთ ინფორმაციას გოგებაშვილის  ბიოგრაფიულ მონაცემებზე, გამოიკვეთება მისი რამდენიმე ნაწარმოები.
ჯგუფებს ურიგდებათ ბარათები , თუ რა იქნება მათი სამუშაო ამ კვირაში.
პირველი ჯგუფი-  
·       საბავშვო მოთხრობები.
·       შესაბამისი ილუსტრაციის დამზადება.


მეორე ჯგუფი- დედა ენა .
·       მოიძიონ ინფორმაცია როგორ შეიქმნა ეს უკვდავი წიგნი.
·       მოიძიონ პირველი დედა ენის ფოტომასალა.
·       გააკეთონ ილუსტრაციები.


მესამე კვირა
თითოეული ჯგუფი თავის თემასთან დაკავშირებით  მოიძიებს შესაბამის ფოტოებს. ვამზადებთ ხელოვნების გაკვეთილზე
პირველი ჯგუფი- ამზადებს პრეზენტაციისთვის კედლის გაზეთს.
მეორე ჯგუფი -
·       მოიძიებს ანბანის სიმღერის ტექსტს და მუსიკას და სწავლობს მის შესრულებას.
·       მოიძიებს სხვა ნამუშევრებს რომლებიც გოგებაშვილის ნაწარმოებების მიხედვით შეიქმნა.
მესამე  ჯგუფი - ამზადებს ნაწარმოებებს მხატვრული კითხვისათვის.
წავიყვან მოსწავლეებს დედაენის ბაღში ,სადაც მოსწავლეები ნახავენ დედაენის ძეგლს.ასევე წავიყვან მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
გადავიღებთ სამახსოვრო სურათებს,დედაენის ბაღში ვიმღერებთ  სიმღერას ქართულ ანბანზე.
პროექტის ბოლოს მოხდება პროექტის შემაჯამებელი შეფასება.


საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ქართული : ქართ.დაწყ.(II).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი საკომუნიკაციო სიტუაციის ადეკვატური სამეტყველო ქცევის უნარის გამოვლენა.
ინდიკატორი:Ø მიზნის შესაბამისად გადმოსცემს კონკრეტულ ინფორმაციას, Ø ისმენს და ადეკვატურად აღიქვამს ინფორმაციას ნაცნობ თემაზე;
ქართ.დაწყ.(II).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ზეპირმეტყველების ნაცნობი სტრატეგიების მიზნის შესაბამისად გამოყენება.
ინდიკატორი:
მოსწავლე იყენებს საყრდენებს (მაგ., ილუსტრაციებს, სურათებს, ნახატებს, სხვ.);

ბუნება : გამოკითხვით მოიძიებს ინფორმაციას (მაგ., ისტორიული ფაქტი, ლეგენდა და საგვარეულო თქმულება) ლოკალური გარემოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტის შესახებ, მონაცემებს წარმოადგენს წერილობით ან ნახატის სახით.
მუს.II.2. მოსწავლეს შეუძლია სიმღერ მარტო და სხვებთან ერთად.

..II.7.მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები,  გამოთქვას აზრი და შთაბეჭდილებები საკუთარ და თანაკლასელთა ნაშრომებზე.

ინდიკატორები

·         უზიარებს თანაკლასელებს შთაბეჭდილებებს წარმოდგენილ ნამუშევარზე (მომწონს, არ მომწონს);
·         უსმენს თანაკლასელებს და მასწავლებელს;
·         სვამს კითხვებს წარმოდგენილ ნამუშევართან დაკავშირებით;
·         აცდის სხვებს საუბრის დასრულებას;
·         საუბრობს შთაბეჭდილებებზე, რომლებიც მიიღო სხვისი ნამუ­შევ­რიდან.

..II.6.მოსწავლეს შეუძლია მუშაობა ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.

ინდიკატორები

·         მონაწილეობს გუნდურ სამუშაოში (ასრულებს მისთვის დაკისრე­ბულ ფუნქციას);


ის ტექნ. I.4. მოსწავლეს შეუძლია კომუნიკაციის ტექნოლოგიური  საშუალებების გამოყენება.

·           კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით, მათ შორის თანაკლასელების, მასწავლებლის ან მშობლის დახმარებით (ელ. ფოსტა) მოიპოვებს ინფორმაციას და შემდგომ ს სხვებს ზიარებს / ცვლ.
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
      პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
     ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.

პროექტის ხელმძღვანელი:ივდით პეტრიაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:petriaShviliivdit@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:ივდითის ბლოგი



No comments:

Post a Comment